понедельник, 24 апреля 2017 г.

გაკვეთილის დაგეგმვა

გაკვეთილის დაგეგმვა

მასწავლებელი-ლეილა რატიანი
საგანი-მათემატიკა,   კლასი-მე-7,    მოსწავლე-21
თემა- „ამოცანების ამოხსნა განტოლების დახმარებით“
გაკვეთილის ტიპი-ცოდნის განმტკიცების გაკვეთილი,  დრო-45 წუთი
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი(შედეგი):

კანონზომიერება და ალგებრა
VII.
7 მოსწავლეს შეუძლია ალგებრული გამოსახულების გამარტივება და წრფივი განტოლებების ამოხსნა.
გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლე შეძლებს, ტექსტური ამოცანის ამოსახსნელად შეადგინოს და ამოხსნას ერთუცნობიანი განტოლება.
საჭირო წინა ცოდნა და უნარ-ჩვევები:
მოქმედებათა თვისებების ცოდნა და გამოყენება, თანმიმდევრულობის და დაჯგუფების წესების ცოდნა, წრფივი და მეორე ხარისხის გამოსახულების გამარტივება და მისი მნიშვნელობის გამოთვლა მოცემული ცვლადებისთვის.
სასწავლო მასალა და რესურსები:
სასკოლო სახელმძღვანელო, რვეული, სამუშაო ფურცლები, კალამი, ინდივიდუალურ და ჯგუფურ სამუშაოსთვის განკუთვნილი ამოცანის ტექსტები, ინტერნეტ-რესურსი, თვალსაჩინოება, ბარათები მოცემულ თემასთან დაკავშირებული საკითხებით, რომელთა ნაწილიც გათვლილია მაღალ სააზროვნო უნარებზე და სხვ.
წინარე ცოდნის დონის გამოსარკვევად: შესასვლელი ბილეთების გამოყენება, გონებრივი იერიში და პასუხების კორექტირება პრობლემის  ან ხარვეზის აღმოსაფხვრელად.
აქტივობა 1: მოსწავლე ტექსტის შესაბამისად ირჩევს ცვლადს და ადგენს განტოლებას.
აქტივობის მიზანი: გავლილი მასალის ცოდნის ხარისხის დადგენა, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შემდგომი სტრატეგიების დაგეგმვაში.
აქტივობის აღწერა: აქტივობა შინაარსი შეესაბამება გაკვეთილის მიზანს და ექვემდებარება გაზომვასა და შეფასებას.
შეფასება და თვითშეფასება: განმავითარებელი და განმსაზღვრელი.






Комментариев нет:

Отправить комментарий